Friday, June 20, 2014

პროექტი

პროექტი
1.პროექტის სახელწოდება:
     შექსპირი ცხოვრების გზაზე....
 2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით:
    მოსწავლეებმა გაიგონ უფრო მეტი უილიამ შექსპირის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
3.პროექტის აქტუალობა:
    პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ ვიდეო და ფოტო  მასალა შექსპირის ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან,სასწავლო პროცესის განმავლობაში შესრულებული კვლევების შემდეგ მოეწყობა კინო ჩვენება, ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია ფილმის ირგვლივ. ასევე  მოსცავლეები დადგამენ   სპეკტაკლს  ,,მეფე ლირი“–დან მცირე მონაკვეთს ინგლისურ ენაზე. ასევე ცაიკითხავენ შექსპირის სონეტებს.
  4.პროექტის მიზნები:
   მოსწავლეები გაეცნობიან დიდი ინგლისელი პოეტისა და მწერლის უილიამ შექსპირის ცხოვრებასა და მოღვაწეობას,მოსწავლეები დაინტერესდებიან და ისწავლიან შექსპირის სონეტებს.
  5.მოსწავლეთა ასაკი:
      16–17 წელი.
  6.ვადები/ხანგრძლივობა:
     ორი თვე.
   7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას             
       მოსწავლეები გაეცნობიან ღრმად შექსპირის ცხოვრებასა და   შემოქმედებას,მათ შესაძლოა დაწერონ  ჩანახატები, ესეები, გამოუშვან კედლის გაზეთი,მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების,მასალის კომპიუტერულად დამუშავების,ჯგუფურად მუშაობის უნარ-ჩვევა, უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებლობის დელეგირების უნარი. უკეთ გაეცნობიან ინგლისის კულტურულ მემკვიდრეობას.    
   8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
დამხმარე ლიტერატურის მოძიება, საჭირო ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტის საშუალებით,კინო ჩვენება, სპექტაკლის ჩატარება, მწერლის ფოტო-სურათების გამოფენა სკოლაში, ელ.ვერსიის შედგენა.
   9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1.  პროექტში მონაწილე ბავშვების რეგისტრაცია.რეგისტრაციის შემდეგ  მოსწავლეებს დავყოფ  სამ ჯგუფად,   თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება, პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას შექსპირის  ცხოვრების შესახებ, მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას მწერლის შემოქმედების შესახებ, მესამე ჯგუფი კი პედაგოგის დახმარებით იმუშავებს სპექტაკლზე, შეაჩევენ ,,მეფე ლირი’–დან მათთვის საინტერესო მონაკვეთს და იმუშავებენ პერფომანსზე.
აქტივობა 2.  შექსპირის ფოტოების მოძიება, ფოტო მასალების დამზადება და გაფორმება. კედლის გაზეთის მომზადება და ფოტომასალის წარმოდგენა.
აქტივობა 3.  პრეზენტაციის მომზადება  შემდეგი საორიენტაციო კითხვების მიხედვით.
შექსპირის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, ვინ იყო მისი მშობლები, მეუღლე, შვილები. სად მუშაობდა შექსპირი, როდიდან დაიწყო მან წერა, რამდენი პიესა და სონეტი აქვს დაწერილი,
აქტივობა 4.  კინო ჩვენება მოსწავლეებს ვაჩვენებთ ,,რომეო და ჯულიეტა“–ს ძველ გადაღებას.
აქტივობა 5.  სპექტაკლის ჩატარება. მცირე მონაკვეთი ,,მეფე ლირი“–დან სადაც მოსწავლეები ინგლისურ ენაზე გააკეთებენ წარმოდგენას.
წარმოდგენის შეჯამება, მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პერსონაჟების მახასიათებლების წარმოდგენა ინგლისურ ენაზე.
აქტივობა 6.  დისკუსია „ შექსპირი 21–ე საუკუნის გადასახედიდან“
დისკუსიის შეჯამება
აქტივობა 7.  პრეზანტაცია. ბოლოს გავაერთიანებთ ჩვენს მოპოვებულ ინფორმაციას შექსპირის ცხოვრებაზე, მის შემოქმედებაზე,  სადაც მოსწავლეები წაიკითხავენ  შექსპირის სონეტებს  რომელიც უფრო მეტად მოეწონათ ინგლისურად და ქართულად,
  10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
            ლიტერატურაში-მოსწავლეს განუვითარდება საკომუნიკაციო უნარები:მოსმენა, წერა,კითხვა. კვლევა–ძიების უნარი, ჯგუფში მუშაობის უნარი.
            ხელოვნებაში-შექსპირის ,,მეფე ლირი“–დან  შეასრულებენ მცირე მონაკვეთს პიესის სახით.
            ისტ-ში-ისტ-ის გამოყენება საუკეთესო და საინტერესო საშუალებაა,ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ მასალებს, გააკეთებენ პრეზენტაციას სლიდების საშუალებით. ატვირთავენ სურათებს ვებ-გალერეაში.   
    11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):       მაია ქოქაძე.
    12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: qoqadze@gmail.com
    13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი  http://qoqadze1981.blogspot.com/



:

Monday, June 9, 2014

გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის გეგმა


კლასი
X
საგანი
ინგლისური ენა
თემა
Time out in New Zeeland ( gateway A2.unit2.)
მიზანი

მოსწავლეებმა უფრო მეტი რამ გაიგონ ახალ ზელანდიაზე, მის მდებარეობაზე და ახალ ზელანდიაში მცხოვრებ ხალხზე. გაიგონ რას ნიშნავს Adverbs of frequency, სად არის წინადადებაში მისი ადგილი და რის გამოსახატად გამოვიყენებთ.

მისაღწევი შედეგი
    შეძლებენ მოსმენილი და წაკითხული ფაქტობრივი მასალის შინაარსის გაგებას;
    შეძლებენ საუბარს ახალი ზელანდიის შესახებ:
    შეძლებენ მარტივი პრეზენტაციის გაკეთებას;
აქტიური მონაწილეობით შეძლებენ თანამშრომლობას თანაკლასელებთან და მასწავლებელთან
მოსწავლეთა პროფილი
20
გამოყენებული რესურსი
სახელმძღანელო Gateway A2, კომპიუტერი, მარკერიანი დაფა, მარკერები.
შეფასება





           
   თვითშეფასება რუბრიკით:
-            ვიყავი ძალიან აქტიური
-            ვიყავი აქტიური
-            არ ვიყავი აქტიური
             მასწავლებლის შეფასება.

მნიშვნელობა და აქტუალობა
ამ თემის გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ რომ მოსწავლეები იგებენ ახალ და ძალიან საინტერესო ინფორმაციას ახალ ზელანდიაზე და იქ მცხოვრებ ხალხზე, და ამავ დროულად აქტუალურია ვინაიდან ამ თემაში არის ბევრი ახალი სიტყვა, გრამატიკიდან კი Adverbs of frequency,  რის გამოყენებასაც მოსცავლეები სწავლობენ სავარჯიშოების კეთებით
გაკვეთილის მსვლელობა
A
      A    გამოწვევა/მოლოდინების განსაზღვრა
-    - კლასის ორგანიზება, ინფორმაციის მიწოდება, თუ რას შეძლებენ გაკვეთილის ბოლოს;             2წთ
-    -გონებრივი იერიში, ნასწავლი მასალის განმეორებისთვის, კერძოდ, რა ვიცით ახალ ზელანდიაზე, რა ვიცით ახალი ზელანდიის მკვიდრ ხალხზე, რა ვიცით ახალი ზელანდიის რაგბის გუნდის შესახებ. ვენის დიაგრამარა აქვთ მათ საერთო;     5წთ
-   - ახალი მასალის წარდგენა. ტექსტი Fრეე ტიმე ინ Nეწ ძეელანდ                         5წთ


B. B. ცოდნის კონსტრუირება
-    -- სლიდების ჩვენება,  ცნობილი ადამიანები ახალი ზელანდიიდან, ახალი ზელანდიის მკვიდრი Mმაორის ტომი,    
-    წასაკითხი მასალის დამუშავება:            7წთ
        -ჩუმი კითხვა გაცნობითი კითხვის უნარის განვითარებისათვის;                     3წთ
       -  ხმამაღლა კითხვა დეტალების გასარკვევად; 5წთ
        - დავალება: ხაზი გაუსვით იმ წინადადებებს, რომლებიც საჭიროა ახალი ზელანდიის რაგბის გუნდზე პრეზენტაციის გასაკეთებლად.             7წთ

. C. გამთლიანება
      -   მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა;
        - თითო ჯგუფის მოსაზრებების მოსმენა;      6წთ
      -  საშინაო დავალება: გააკეთეთ პრეზენტაცია ახალი ზელანდიის რაგბის გუნდზე.                            3წთ