Monday, June 9, 2014

გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის გეგმა


კლასი
X
საგანი
ინგლისური ენა
თემა
Time out in New Zeeland ( gateway A2.unit2.)
მიზანი

მოსწავლეებმა უფრო მეტი რამ გაიგონ ახალ ზელანდიაზე, მის მდებარეობაზე და ახალ ზელანდიაში მცხოვრებ ხალხზე. გაიგონ რას ნიშნავს Adverbs of frequency, სად არის წინადადებაში მისი ადგილი და რის გამოსახატად გამოვიყენებთ.

მისაღწევი შედეგი
    შეძლებენ მოსმენილი და წაკითხული ფაქტობრივი მასალის შინაარსის გაგებას;
    შეძლებენ საუბარს ახალი ზელანდიის შესახებ:
    შეძლებენ მარტივი პრეზენტაციის გაკეთებას;
აქტიური მონაწილეობით შეძლებენ თანამშრომლობას თანაკლასელებთან და მასწავლებელთან
მოსწავლეთა პროფილი
20
გამოყენებული რესურსი
სახელმძღანელო Gateway A2, კომპიუტერი, მარკერიანი დაფა, მარკერები.
შეფასება





           
   თვითშეფასება რუბრიკით:
-            ვიყავი ძალიან აქტიური
-            ვიყავი აქტიური
-            არ ვიყავი აქტიური
             მასწავლებლის შეფასება.

მნიშვნელობა და აქტუალობა
ამ თემის გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ რომ მოსწავლეები იგებენ ახალ და ძალიან საინტერესო ინფორმაციას ახალ ზელანდიაზე და იქ მცხოვრებ ხალხზე, და ამავ დროულად აქტუალურია ვინაიდან ამ თემაში არის ბევრი ახალი სიტყვა, გრამატიკიდან კი Adverbs of frequency,  რის გამოყენებასაც მოსცავლეები სწავლობენ სავარჯიშოების კეთებით
გაკვეთილის მსვლელობა
A
      A    გამოწვევა/მოლოდინების განსაზღვრა
-    - კლასის ორგანიზება, ინფორმაციის მიწოდება, თუ რას შეძლებენ გაკვეთილის ბოლოს;             2წთ
-    -გონებრივი იერიში, ნასწავლი მასალის განმეორებისთვის, კერძოდ, რა ვიცით ახალ ზელანდიაზე, რა ვიცით ახალი ზელანდიის მკვიდრ ხალხზე, რა ვიცით ახალი ზელანდიის რაგბის გუნდის შესახებ. ვენის დიაგრამარა აქვთ მათ საერთო;     5წთ
-   - ახალი მასალის წარდგენა. ტექსტი Fრეე ტიმე ინ Nეწ ძეელანდ                         5წთ


B. B. ცოდნის კონსტრუირება
-    -- სლიდების ჩვენება,  ცნობილი ადამიანები ახალი ზელანდიიდან, ახალი ზელანდიის მკვიდრი Mმაორის ტომი,    
-    წასაკითხი მასალის დამუშავება:            7წთ
        -ჩუმი კითხვა გაცნობითი კითხვის უნარის განვითარებისათვის;                     3წთ
       -  ხმამაღლა კითხვა დეტალების გასარკვევად; 5წთ
        - დავალება: ხაზი გაუსვით იმ წინადადებებს, რომლებიც საჭიროა ახალი ზელანდიის რაგბის გუნდზე პრეზენტაციის გასაკეთებლად.             7წთ

. C. გამთლიანება
      -   მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა;
        - თითო ჯგუფის მოსაზრებების მოსმენა;      6წთ
      -  საშინაო დავალება: გააკეთეთ პრეზენტაცია ახალი ზელანდიის რაგბის გუნდზე.                            3წთ

No comments:

Post a Comment